Thumbnail

სნუპ დოგმა ჯოინთების შემხვევი დაიქირავა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კელვინ ბროდუსი, ფსევდონიმით Snoop Dogg, მარიხუანის დიდი მოყვარულია. მას დღის განმავლობაში არაერთი ჯოინთის შეხვევა უწევდა მანამ, სანამ ამისთვის სპეციალური კადრი არ დაიქირავა. ამის შესახებ კელვინმა ჰოვარდ სტერნის შოუში ისაუბრა.

"ის ჯოინთების პროფესიონალი შემხვევია. მის რეზიუმეში სწორედ ამას ამოიკითხავთ. ჩემთან სრულ განაკვეთზე მუშაობს და წელიწადში 40-დან 50 ათასამდე დოლარს გამოიმუშავებს", - აღნიშნა სნუპმა.

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული