Thumbnail

პოლიციამ თუფაქ ამარუ შაკური დააკავა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ტენესის შტატში 40 წლის მამაკაცი, სახელად თუფაქ ამარუ შაკური დააკავეს. მას პოლიციის თანამშრომლისთვის დანით მუქარა და ნარკოტიკული საშუალების ფლობა ედება ბრალად.

სამართალდამცველებს მამაკაცის დაკავების ორდერი ჰქონდათ მიღებული. ადგილზე მისულებს თუფაქ შაკური დაჭრით დაემუქრათ, თუმცა, საბოლოოდ მათ მამაკაცი მაინც აიყვანეს. მისი მანქანის ჩხრეკისას, ჩანთაში რამდენიმე შეკვრა მეტამფეტამინი და შპრიცები იპოვეს. თუფაქს ბრალს 21 ოქტომბერს წარუდგენენ. 

ლეგენდარული რეპერის სახელის მქონე მამაკაცის დაპატიმრებას ინტერნეტსივრცეში გამოხმაურება მოჰყვა:

"ის ცოცხალია".

"თუფაქს სრულიად შეუცვლია საკუთარი თავი მას შემდეგ, რაც ვეგასში სიკვდილი გაითამაშა. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა - სახელისა და გვარის შეცვლა დაავიწყდა".

"ტექნიკურად ნამდვილი თუფაქია". 

მუსიკოსი თუფაქ შაკური 1996 წლის 7 სექტემბერს ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული