Thumbnail

ქანიე ვესთმა ალბომის Jesus Is King გამოშვების ოფიციალური თარიღი დაასახელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა არაერთხელ დაანონსებული ალბომის Jesus Is King გამოსვლის ოფიციალური თარიღი ტვიტერის საშუალებით გაავრცელა. გავლენიანი მუსიკოსის სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

► ყველაფერი, რაც ქანიე ვესთის მომავალი ალბომის Jesus Is King შესახებ ვიცით 

► TMZ: ქანიე ახალ ალბომს Jesus Is King ყოველი მოსმენისას ცვლის 

► ნახეთ: ქანიე ვესთის ფილმის Jesus Is King თრეილერი 

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული