Thumbnail

ცნობილი მუსიკოსები ფოტოკამერების წინ მშობლებთან ერთად იშვიათად ჩნდებიან, ამიტომაც, მათი ერთობლივი სურათები ინტერნეტში ნაკლებად მოიძებნება. წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებზეც არტისტები დედ-მამასთან ერთად არიან აღბეჭდილი.

► ქვიზი: რომელი მუსიკოსის შვილს ხედავთ ფოტოზე?

► ქვიზი: ამოიცანი მუსიკოსები ბავშვობის ფოტოსურათებზე

Beyonce

ბიონსე მშობლებთან, მეთიუ და თინა ნოულსებთან ერთად. 

Cardi B

ჰიპ ჰოპ არტისტ ბელქალის ალმანზარს, იგივე ქარდი ბის მშობლების ვინაობის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა, დანამდვილებით ვიცით, რომ დედა წარმოშობით ტრინიდადელია, მამა კი დომინიკელი. ინტერნეტში მათი და რეპერის ერთობლივი ფოტო არ იძებნება. 

Taylor Swift

ტეილორ სვიფტი ძმასთან, ოსტინთან და მშობლებთან, სკოტთან და ანდრეასთან ერთად.

Rihanna

რირი ფოტოზე ძმასთან, რაჯადთან და მშობლებთან, რონალდ ფენტისა და მონიკა ბრეიდვეიტთან ერთად ბარბადოსში ცხოვრების პერიოდშია აღბეჭდილი.

Lady Gaga

სტეფანი ჯერმანოტა, იგივე ლედი გაგა მშობლების, ჯო და სინტია ჯერმანოტების გვერდით.

Justin Bieber

ბოლო წლებში კანადელი პოპვარსკვლავის, ჯასტინისა და მისი მშობლების, ფეტი მალეტისა და ჯერემი ბიბერის ერთობლივი ფოტოები აღარ ვრცელდება.

Miley Cyrus

მაილი მშობლებთან, ბილი რეი და ლეტისია ჯინ საირუსებთან ერთად კამერების წინ ხშირად ჩნდება.

Elton John

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, რეჯინალდ კენეთ დუაითი, ფსევდონიმით ელტონ ჯონი, სტენლი და შეილა დუაითებთან ერთად. იქიდან გამომდინარე, რომ არტისტს მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ეს ის იშვიათი ფოტოა, რომელიც ორივე მშობლის თანხლებითაა გადაღებული.

Lana Del Rey

ელიზაბეთ გრანტი, სასცენო სახელით ლანა დელ რეი, მშობლების, რობერტ და პატრისია გრანტების გარემოცვაში. 

Katy Perry

კატრინ ჰადსონი, იგივე კეტი პერი მამასთან, კით ჰადსონთან და დედასთან, მერი ქრისტინა პერისთან ერთად. 

Billie Eilish

17 წლის პოპვარსკვლავი ძმის, ფინეასისა და მშობლების, პატრიკ ო'კონელისა და მეგი ბერდის გარემოცვაში.

Dua Lipa

ბრიტანელი დუა ლიპა მშობლებთან, დიუკაჯინ და ანესა ლიპებთან ერთად.

Michael Jackson

ლეგენდარული მაიკლ ჯექსონი მშობლებთან, ჯო და კეტრინ ჯექსონებთან ერთად. 

Ariana Grande

პოპვარსკვლავი არიანა გრანდე მამა ედვარდ ბუტერასა და დედა ჯოან გრანდესთან ერთად.

კომენტარები

ბოლოს დამატებული