Thumbnail

ნახეთ: Lady Gaga მსმენელთან ერთად სცენიდან გადავარდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ ლას ვეგასში კონცერტი გამართა. ღონისძიების მიმდინარეობისას მან სცენაზე ერთ-ერთი მსმენელი, სახელად ჯეკი აიყვანა. მამაკაცმა მუსიკოსი ხელში აიტაცა, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და მომღერალთან ერთად სცენიდან გადავარდა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

► ნახეთ: Lady Gaga კალიფორნიაში The Cure-ს კონცერტს დაესწრო

Lady Gaga Falls Off Stage

WATCH: Lady Gaga took a dramatic fall off the stage while dancing with a fan during a Las Vegas show https://cbsn.ws/2qpInAF

Posted by CBS News on Friday, October 18, 2019

 

"ყველაფერი რიგზეა. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ კიბე მჭირდება სცენაზე დასაბრუნებლად", - განაცხადა გაგამ წამოდგომის შემდეგ.

ცხრა გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამისთვის A Star Is Born გამოცემულ საუნდტრეკების ალბომში შესულმა სიმღერამ Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული