Thumbnail

ბილი ჯო არმსტრონგი: Wake Me Up When September Ends მამის გარდაცვალებამ დამაწერინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფის, Green Day-ს ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა ჰოვარდ სტერნის შოუში სტუმრობისას ბენდის ჰიტის Wake Me Up When September Ends შექმნის ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსენა. არტისტის თქმით, მან ეს სიტყვები 10 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ წარმოთქვა.

► მოუსმინეთ: Green Day - Fire, Ready, Aim

► ნახეთ: Green Day-მ კომპოზიციაზე Father of All Motherfuckers ვიდეოკლიპი გადაიღო

► ნახეთ: Green Day-ს წიგნი 29 ოქტომბერს გამოიცემა

"ეს ისეთი რამაა, რაც ჩემში დარჩა. 10 წლის ვიყავი, როდესაც სექტემბერში მამა გარდამეცვალა. დედას ვთხოვე, თვის ბოლოს გავეღვიძებინე, რადგან ძალიან დიდი იმედგაცრუება მივიღე. საშინელებაა, როდესაც ასეთი რამ პატარა ასაკში გემართება, ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ცხოვრებას ნულიდან იწყებ. მამაჩემზე ყოველდღე ვფიქრობ. ამ სიმღერით მის მიმართ პატივისცემა გამოვხატე", - განაცხადა მუსიკოსმა.

ინტერვიუს შემდეგ ბილი ჯომ გადაცემაში სიმღერა Wake Me Up When September Ends ბენდთან ერთად შეასრულა.

Green Day კალიფორნიაში 1986 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 85 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ბენდს გრემის ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. 2015 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული