Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთის ფილმის Jesus Is King თრეილერი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი კინოთეატრების ქსელის IMAX იუთუბის არხზე ლეგენდარული ჩიკაგოელი მუსიკოსის, ქანიე ვესთის ფილმის Jesus Is King თრეილერი გამოქვეყნდა. ერთწუთიან ვიდეოში არტისტის 2008 წლის ტრეკის Say You Will ალტერნატიულ ვერსიას მოისმენთ, რომელიც შეცვლილი ტექსტით გოსპელ ჟღერადობაშია შექმნილი. თრეილერი მარკოზის სახარების ციტატით სრულდება:

► ყველაფერი, რაც ქანიე ვესთის მომავალი ალბომის Jesus Is King შესახებ ვიცით 

► TMZ: ქანიე ახალ ალბომს Jesus Is King ყოველი მოსმენისას ცვლის 

"აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება".

"The time is fulfilled, and the kingdom of God is at hand; repent and believe in the gospel."

ფილმის რეჟისორი ნიკ ნაითი გახლავთ. ნამუშევრის პრემიერა 25 ოქტომბერს შედგება. ცნობილია, რომ სურათში 13 ახალი კომპოზიცია გაიჟღერებს, რომელიც ქანიეს მომავალ ალბომში Jesus Is King იქნება წარმოდგენილი. ფილმში მაყურებელი ვესთის პროექტის Sunday Service ფარგლებში გადაღებულ ვიდეომასალასა და არიზონას ჭრელ უდაბნოში ამერიკელი ხელოვანის, ჯეიმს ტარელის აქამდე უცნობ ინსტალაციას იხილავს.

რამდენიმე დღის წინ ქანიემ ვაშინგტონში გამართულ Sunday Service-ზე განაცხადა, რომ მომავალი ალბომი Jesus Is King ასევე 25 ოქტომბერს გავრცელდება. 

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული