Thumbnail

ნახეთ: Missy Elliott კლიპს DripDemeanor ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ქალი ჰიპ ჰოპ არტისტი, მელისა არნეტ ელიოტი, სასცენო სახელით Missy Elliott, რომელიც მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაუბრუნდა, კომპოზიციაზე DripDemeanor გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. არაერთი გრემის მფლობელი რეპერის ჩანაწერში ახალგაზრდა მუსიკოსი Sum1 მონაწილეობს. ტრეკი ელიოტის 2019 წლის EP-ში Iconology არის წარმოდგენილი.

► მოუსმინეთ: Missy Elliott 5-ტრეკიან ჩანაწერს Iconology ავრცელებს 

► ნახეთ: Missy Elliott - Throw It Back 

მისი ელიოტმა მუსიკალური კარიერა 1989 წელს, არენბი ჯგუფში Sista დაიწყო, მოგვიანებით კი ჰიპ ჰოპ კოლექტივ Swing Mob-ს შეუერთდა. სადებიუტო სოლო ალბომი Supa Dupa Fly არტისტმა 1997 წელს გაავრცელა. ჰიტების Get Ur Freak On, One Minute Man და Work It ავტორმა ამ დრომდე, აშშ-ის მასშტაბით, 30 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 5 გრემის მფლობელი ელიოტი ყველაზე დროის ყველაზე გაყიდვად ქალ რეპერად ითვლება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული