Thumbnail

ვეტერანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეისონ ფილიფსი, ფსევდონიმით Jadakiss, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია ME გამოაქვეყნა. ტრეკი მისი მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

ჯადაქისი ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ღვაწლმოსილი წარმომადგენელია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. მან დღემდე 4 ალბომი გაავრცელა, რომელთა შორისაც კომერციულად ყველაზე წარმატებული 2004 წლის პლატინის სტატუსის მფლობელი ნამუშევარი Kiss Of Death გახლავთ. თუმცა, კრიტიკოსები ვეტერანი ემსის შემოქმედებიდან მის სადებიუტო ჩანაწერს Kiss Tha Game Goodbye გამოარჩევენ. სოლო კარიერის პარალელურად, ჯადა ცნობილი გაერთიანებების Ruff Ryders და The Lox წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული