Thumbnail

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან პორტერი, ფსევდონიმით Blueface, ახალ კომპოზიციას First Class ავრცელებს. ჩანაწერში ატლანტელი რეპერი Gunna მონაწილეობს. სინგლი ბლუფეისის სადებიუტო ალბომში Find the Beat შევა, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

► Blueface: ბოლო 6 თვეში 1,000 ქალთან ვიწექი

► მოუსმინეთ: Blueface-მა EP სახელწოდებით Dirt Bag გაავრცელა

ბლუფეისმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება თანამედროვე დასავლეთ სანაპიროს ჰიპ ჰოპისა და თრეფის ნაზავია. არტისტს დღემდე ერთი მიქსტეიპი და ორი EP აქვს გამოშვებული. რეპერს აღიარება 2018 წელს გავრცელებულმა სინგლმა Thotiana მოუტანა, რომლის ალტერნატიული ვერსიაც არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა ჩაწერა. შემსრულებელი ლეგენდარული ლეიბლის Cash Money წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული