Thumbnail

მოუსმინეთ: G-Eazy რვატრეკიან ჩანაწერს Scary Nights ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ჯერალდ ჯილამმა, ფსევდონიმით G-Eazy, ახალი EP სახელად Scary Nights გაავრცელა, რომელიც 8 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობისას კალიფორნიელმა რეპერმა ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: The Game, Miguel, Gunna, MoneyBagg Yo, French Montana და სხვა.

► მოუსმინეთ: G-Eazy - No Rappers | Too Loud 

► ნახეთ: G-Eazy ვიდეორგოლს Bang ავრცელებს  

► მოუსმინეთ: G-Eazy - All Facts | Got A Check 

ჯერალდ ჯილამმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანების მეორე ნახევარში დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 და 2015 წლის ალბომებით These Things Happen და When It's Dark Out გახდა. 2017 წლის დეკემბერში კი არტისტმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ნამუშევარი The Beautiful & Damned ჩაუშვა. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში მესამე პოზიციაზე გავიდა და ოქროს სტატუსიც მალევე მოიპოვა.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული