Thumbnail

ლიამ პეინი: One Direction-ისგან რომ არ დამესვენა, მოვკვდებოდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, One Direction-ის წევრმა, ლიამ პეინმა ინგლისელი მუსიკოსის, ჯესი უერის პოდკასტში Table Manners კოლექტივში აქტიური მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა. არტისტის თქმით, ზედმეტად დატვირთული გრაფიკის გამო მას საკუთარ თავზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული. 

► ნახეთ: ლიამ პეინმა ტანსაცმლის პირველი კოლექცია გამოუშვა

"ჯგუფის გრაფიკი ძალიან დამღლელი იყო. არასდროს ვისვენებდით. საკუთარ ცხოვრებას ვერც ვაქცევდი ყურადღებას. ჩემს თავზე კონტროლი მქონდა დაკარგული. მცირე ხნით პაუზა მჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი შემიწირავდა და მომკლავდა", - თქვა პეინმა.

ლიამ პეინმა პოპულარობა ბოიბენდ One Direction-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ჯგუფმა 2016 წელს განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო. მუსიკოსს სოლო კარიერის ფარგლებში განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Strip That Down მოუტანა, რომელმაც 2017 წელს ამერიკასა და ბრიტანეთში პლატინის სტატუსი დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ ლიამმა სინგლი Stack It Up გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული