Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg კლიპს Do You Like I Do ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, კომპოზიციაზე Do You Like I Do გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვეტერანი კალიფორნიელის ჩანაწერში ცნობილი კომიკოსი და მუსიკოსი Lil Duval მონაწილეობს. ტრეკი სნუპ დოგის 2019 წლის ალბომის I Wanna Thank Me სინგლია.

► Snoop Dogg: ტეკაშიმ არეტა ფრანკლინივით მოაღო პირი 

► ნახეთ: Snoop Dogg-მა სასწავლო დაწესებულებაში სტრიპტიზის მოცეკვავეები მიიყვანა 

► ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა 

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.     

კომენტარები

ბოლოს დამატებული