Thumbnail

ნახეთ: EarthGang ვიდეორგოლს Up ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტურმა ჰიპ ჰოპ დუეტმა EarthGang კომპოზიციაზე Up გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი პროექტის 2019 წლის ალბომის Mirrorland ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: EarthGang ახალ ალბომს Mirrorland ავრცელებს

► ნახეთ: EarthGang - Ready To Die

დუეტმა, რომელიც 2008 წელს ჩამოყალიბდა, სადებიუტო EP სახელწოდებით The Better Party 2010 წელს გამოუშვა. დღემდე გაერთიანებამ 3 სტუდიური ალბომი გამოსცა. 2016 წლიდან ჯგუფი პოპულარული რეპერის, J. Cole-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლის Dreamville Records წევრია. აღსანიშნავია, რომ მუსიკის კრიტიკოსები კოლექტივს ლეგენდარულ ჰიპ ჰოპ დუეტს, Outkast-ს ადარებენ. მათ შემოქმედებაზე "აუთქასთის" გავლენას არც თავად არტისტები მალავენ.    

კომენტარები

ბოლოს დამატებული