Thumbnail

ნახეთ: კეისი მასგრეივსმა და გლორია გეინორმა კომპოზიცია I Will Survive შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა ქანთრი მუსიკოსმა, კეისი მასგრეივსმა ნიუ იორკში გამართულ კონცერტზე სცენაზე ცნობილი მომღერალი, გლორია გეინორი მიიწვია და მასთან ერთად ჰიტი I Will Survive შეასრულა.

► ნახეთ: კეისი მასგრეივსმა სიმღერა Slow Burn შეასრულა 

"ეს სიმღერა 40 წლის წინ ჩავწერე და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რა ბედნიერი ვარ იმით, რომ კეისი ტრადიციას აგრძელებს და ასრულებს მას, გეხმარებათ ყველას, რომ გადარჩეთ", - მიმართა გლორია გეინორმა კონცერტზე შეკრებილ მსმენელებს.

I Will Survive გლორია გეინორმა 1978 წელს გამოუშვა. კომპოზიციის ავტორები ფრედი პერენი და დინო ფეკარისი არიან. დღემდე ტრეკის 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ნამუშევარმა ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიციის დაკავებაც მოახერხა.

კეისიმ კარიერა 2006 წელს დაიწყო. მას წარმატება 2013 წელს გამოცემულმა ალბომმა Same Trailer Different Park მოუტანა. არტისტს გრემის ჯილდო 6-ჯერ აქვს მოპოვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული