Thumbnail

ამერიკულმა ჯგუფმა Animal Collective ახალი, 21-წუთიანი კომპოზიცია Autumn Rites გაავრცელა. ტრეკი ბენდის მიერ გავრცელებული სინგლის New Psycho Actives Vol. 2 ბი-საიდია. ნამუშევარზე პროექტის წევრებმა, Avey Tare-მ და Geologist-მა იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მუსიკოსებმა New Psycho Actives Vol. 1 გამოსცეს, რომელიც კომპოზიციებს Tape Player Chants for Winter და Stretching Songs for Spring მოიცავს.

"ენიმალ კოლექტივი" ბალტიმორში 2003 წელს ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ არტისტები 2009 წელს გამოცემული ალბომით Merriweather Post Pavilion გაიცნო. მათი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: My Girls, Peacebone და Boys Latin. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება ექსპერიმენტულ პოპს, ფსიქოდელიურ როკს, ინდი როკსა და ელექტრონულ მუსიკას მოიცავს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული