Thumbnail

ნახეთ: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინანტები დაასახელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა 16 არტისტი დაასახელა, რომელთა ნაწილიც 2020 წელს პრესტიჟულ სტატუსს - დარბაზის წევრობას მოიპოვებს. მათ შორის არიან: Depeche Mode, The Notorious B.I.G., Kraftwerk, Nine Inch Nails, Soundgarden, უიტნი ჰიუსტონი და სხვები.

► The Cure, Radiohead, ჯენეტ ჯექსონი და სხვები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:

Pat Benatar
Dave Matthews Band
Depeche Mode
The Doobie Brothers
Whitney Houston
Judas Priest
Kraftwerk
MC5
Motörhead
Nine Inch Nails
The Notorious B.I.G.
Rufus featuring Chaka Khan
Todd Rundgren
Soundgarden
T. Rex
Thin Lizzy

დაჯილდოების ცერემონია კლივლენდში 2 მაისს გაიმართება, იანვარში კი შერჩეული მუსიკოსები გამოვლინდებიან. თქვენი რჩეულებისთვის ხმის მიცემა ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ. 

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი კლივლენდში მდებარეობს. ორგანიზაცია ყოველწლიურად იმ არტისტებსა და ჯგუფებს ასახელებს, რომლებმაც მუსიკალურ ინდუსტრიაზე გავლენა მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული