Thumbnail

ბრიტანელი მუსიკოსი მაიკლ კივანუკა ახალ კომპოზიციას Hero და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მესამე ალბომში Kiwanuka შევა, რომელიც გაყიდვაში 1 ნოემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Michael Kiwanuka - You Ain't The Problem

მაიკლ კივანუკამ მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Home Again გაავრცელა. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Cold Little Heart მოუტანა, რომელიც HBO-ს პოპულარული სერიალის Big Little Lies ერთ-ერთი საუნდტრეკია. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული