Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. "ქეთო და კოტე" თბილისის ოპერაში

25 ოქტომბერი (პარასკევი)

25 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტეს" იხილავთ. სამმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ვანო ხუციშვილია, დირიჟორი რევაზ ტაკიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.

ქეთო და კოტე - 31 მაისი და 2 ივნისი

🌸 31 მაისს და 2 ივნისს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კვლავ აჟღერდება ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. ✨ სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. დამდგმელი დირიჟორი – რევაზ ტაკიძე დამდგმელი რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი დამდგმელი მხატვარი – გიორგი ალექსი-მესხიშვილი დამდგმელი ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი 🎫 ბილეთები შეიძინეთ თეატრის სალაროსა და ონლაი - https://tkt.ge/Show/6718/keto-and-kote - 🌸 On May 31st and June 2nd, Victor Dolidze`s opera Keto and Kote will be performed again on the stage of Tbilisi Opera and Ballet State Theatre. ✨ Featuring Soloists, Chorus and Orchestra of the Tbilisi Opera and Ballet State Theatre and National Ballet Company SUKHISHVILEBI Conductor - Revaz Takidze Director - Ioane (Vano) Khutsishvili Set, Costume and Lighting Designer - Georgi Alexi-Meskhishvili Chief Choreographer - Iliko Sukhishvili 🎫 Buy tickets in the box office of the theatre and online - https://tkt.ge/Show/6718/keto-and-kote

Posted by Tbilisi Opera and Ballet State Theatre on სამშაბათი, 07 მაისი, 2019

4. BASSIANI / HOROOM: Sunil Sharpe | Zitto | Honey Soundsystem | Mercurrio

25 ოქტომბერი (პარასკევი)

25 ოქტომბერს კლუბი "ბასიანი" ირლანდიური ტექნო სცენის ყველაზე გავლენიან  წარმომადგენელს, Sunil Sharpe-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Zitto დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Honey Soundsystem და Mercurrio წარდგებიან.

3.  ჯგუფი Crazy P "რესპუბლიკაში"

25 ოქტომბერი (პარასკევი)

25 ოქტომბერს მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" ბრიტანული ელექტრონული ბენდის, Crazy P-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე მისული სტუმრების წინაშე ასევე ქართველი ტრიპ ჰოპ არტისტი Creams და დიჯეი Tobako Tween წარდგებიან.

Crazy P

Republic Events E2 • Crazy P 🔉🔉 დაგეგმე ყველაზე მხიარული 25 ოქტომბერი ბილეთების შესაძენად ეწვიეთ : tkt.ge/crazyp

Posted by Republic • რესპუბლიკა on ორშაბათი, 14 ოქტომბერი, 2019

2. KHIDI: Stanislav Tolkachev | Restive Plaggona | Vulkanski | Othr | Mzesumzira Showcase

25 ოქტომბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ხიდი" მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, Stanislav Tolkachev-ს მასპინძლობს. მასთან ერთად მსმენელთა წინაშე ბერძენი არტისტი Restive Plaggona, ასევე ქართველი მუსიკოსები Vulkanski და Othr წარდგებიან. G2-ში კი Mzesumzira Records-ის შოუქეისი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც Dr. Emmett Brown, Frankie Beatnik, Ako Von Unten და Levi Love Disco დაუკრავენ.

1. DECODER X SPIRAL: Boston 168 | Kas:st | 747

26 ოქტომბერი (შაბათი)

26 ოქტომბერს "სფეისჰოლში" Decoder-ის პლატფორმაზე დაფუძნებული ახალი ტექნო ივენთების სერია, SPIRAL პირველ ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე იტალიური დუეტი Boston 168 წარდგება. მათთან ერთად სცენას კანადელი მუსიკოსი 747 და ფრანგული ელექტრონული პროექტი Kas:st დაიკავებენ. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული