Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ჰეილი ბოლდუინს საკუთარი ხელით შექმნილი სამკაული აჩუქა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

25 წლის კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ცოლისთვის რომანტიკული საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა. არტისტმა საკუთარი გემოვნებით ყელსაბამი ააწყო და 22 წლის მოდელს, ჰეილი ბოლდუინს უსახსოვრა. ფოტო, რომელზეც გოგონა ახალი სამკაულით იწონებს თავს, მომღერალმა ინსტაგრამზე გაავრცელა.  

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი Calvin Klein-ის ფოტოსესიაში

 "მისთვის მძივი ავაწყვე", - წერს ბიბერი.   

View this post on Instagram

I made her necklace

A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on

ჯასტინი და ჰეილი 2018 წლის ივლისში დაინიშნენ. მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. ამავე წლის სექტემბერში მათ ხელი მოაწერეს, ერთი წლის თავზე კი საქორწილო წვეულება გამართეს. 

► ნახეთ: ფოტოები ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწილიდან

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული