Thumbnail

ნახეთ: მარკ რონსონზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი How to Be: Mark Ronson

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსზე, მარკ რონსონზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი How to Be: Mark Ronson გავრცელდა. სურათში არტისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არის მოთხრობილი. 75-წუთიან ნამუშევარში მაყურებელი იხილავს აქამდე უცნობ საარქივო მასალასა და ინტერვიუებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: მაილი საირუსი, ლედი გაგა, ბრედლი კუპერი, შონ ლენონი და სხვები.

► ნახეთ: Mark Ronson - Find U Again Ft. Camila Cabello

► მოუსმინეთ: მარკ რონსონმა ახალი ალბომი Late Night Feelings გამოსცა

მარკ რონსონმა შემოქმედებითი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას გრემი 7-ჯერ აქვს მოპოვებული. მუსიკოსი ასევე ოსკარის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. შემსრულებელს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი, ბრუნო მარსი და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული