Thumbnail

ნახეთ: Tool-მა კომპოზიციები Fear Inoculum და Pneuma შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარულმა პროგრესივ მეტალ ჯგუფმა Tool ახალი ალბომის Fear Inoculum გამოცემის შემდეგ აშშ-ის მასშტაბით ტურნე დაიწყო. მუსიკოსები კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე Aftershock Festival გამოვიდნენ და 10 კომპოზიცია შეასრულეს, მათ შორის ბოლო სტუდიურ ჩანაწერში შესული სიმღერები Fear Inoculum და Pneuma.

► მოუსმინეთ: Tool-მა ახალი ალბომი Fear Inoculum გაავრცელა

Tool ლოს ანჯელესში 1990 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Undertow გაავრცელა. კოლექტივს ამ დრომდე 5 ალბომი აქვს გამოცემული. სამი გრემის მფლობელი ბენდის შემოქმედება ალტერნატიულ მეტალს, არტ როკსა და პროგრესივ მეტალს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული