Thumbnail

ნახეთ: YBN Cordae და Anderson .Paak კლიპს RNP ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჩრდილოკაროლინელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქორდეი დანსთონიმ, ფსევდონიმით YBN Cordae, კომპოზიციაზე RNP გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი Anderson .Paak მონაწილეობს. ტრეკი ქორდეის სადებიუტო ალბომის The Lost Boy სინგლია.

► მოუსმინეთ: YBN Cordae სადებიუტო ალბომს The Lost Boy ავრცელებს 

► ნახეთ: YBN Cordae ვიდეორგოლს Broke As Fuck ავრცელებს 

► ნახეთ: YBN Cordae-მ ბავშვობის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რეჩიტატივს კითხულობს 

ქორდეიმ მოღვაწეობა ფსევდონიმით Entendre დაიწყო და 2014-17 წლებში სამი მიქსტეიპი გაავრცელა. მან სახელი 2018 წელს ლეგენდარული კოლეგის, ემინემის ცნობილი კომპოზიციის My Name Is და ჯერმეინ ქოულის 2018 წლის ჩანაწერის “1985” რემიქსებით გაითქვა. 2019 წლის ივლისში გაყიდვაში ჩრდილოკაროლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი The Lost Boy ჩაეშვა. ახალგაზრდა მუსიკოსის განცხადებით, მის შემოქმედებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა იქონიეს, როგორებიც არიან: J. Cole, Nas, Jay-Z, Kid Cudi, Kanye West, Eminem, Big L, Travis Scott და Kendrick Lamar.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული