Thumbnail

ნახეთ: J. Balvin-მა და Bad Bunny-მ კომპოზიციაზე La Canción კლიპი გადაიღეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, J Balvin-მა და პუერტორიკოელმა რეპერმა, Bad Bunny-მ კომპოზიციაზე La Canción ვიდეოკლიპი გადაიღეს. სინგლი არტისტების კოლაბორაციულ ალბომში Oasis შედის, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გამოვიდა.

► ნახეთ: J. Balvin & Bad Bunny - Cuidao por Ahí

► J Balvin და Bad Bunny ალბომს Oasis და კლიპს Qué Pretendes ავერცელებენ

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ არტისტს, განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. 

ხოლო ბენიტო მარტინეს ოკასიომ, ფსევდონიმით Bad Bunny, მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მან უკვე მოასწრო თანამშრომლობა ისეთ პოპულარულ არტისტებთან, როგორებიც არიან Cardi B, J Balvin, Daddy Yankee და სხვები. აღსანიშნავია, რომ ქარდი ბისთან და კოლუმბიელ ჯეი ბალვინთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი კომპოზიცია I Like It ბილბორდის ჩარტში პირველობას 12 კვირის განმავლობაში არ თმობდა. დრეიქისა და მისი ერთობლივი ტრეკი Mia კი ამავე ჰიტ-აღლუმის ხუთეულში მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული