Thumbnail

კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირის გამო 5 რეპერი ფესტივალ Rolling Loud-იდან მოხსნეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირის გამო ჰიპ ჰოპ არტისტებმა 22Gz, Casanova, Pop Smoke, Sheff G და Don Q გასულ შაბათ-კვირას ნიუ იორკში გამართულ მუსიკალურ ფესტივალში Rolling Loud მონაწილეობა ვერ მიიღეს. სამართალდამცველებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მუსიკოსების ლაინაფიდან ამოღება სთხოვეს.

"ეს რეპერები ბოლო დროს ქალაქში მომხდარ სხვადასხვა დანაშაულში მონაწილეობდნენ. ფესტივალზე მათმა გამოსვლამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საზოგადოების უსაფრთხოებას. ამიტომ, გთხოვთ, ეს პირები მოხსნათ ღონისძიებიდან", - წერია პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ წერილში.

"გვსურს, ყველამ იცოდეს, რომ ფესტივალიდან მოხსნის მიუხედავად, ეს რეპერები მათთვის განკუთვნილ ანაზღაურებას სრულად მიიღებენ. ამის გარდა, ჩვენ მათ ვთავაზობთ სხვა ქალაქებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას" , - ამბობს Rolling Loud-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თარიქ შერიფი.

Rolling Loud ნიუ იორკში 12-13 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალის ჰედლაინერები Travis Scott, Meek Mill, Wu-Tang Clan, ASAP Rocky და Lil Uzi Vert იყვნენ. მორიგი ღონისძიება ლოს ანჯელესში 14-15 დეკემბერს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული