Thumbnail

ელტონ ჯონი: მაიკლ ჯექსონი ფსიქიკურად იყო დაავადებული

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, ელტონ ჯონი 15 ოქტომბერს ავტობიოგრაფიულ წიგნს Me გამოუშვებს. გამოცემა TMZ-მ მემუარიდან ამონარიდი მოიპოვა, რომელშიც არტისტი ეპოქალურ მომღერალ მაიკლ ჯექსონთან დაკავშირებით საუბრობს.

► ელტონ ჯონმა გაამხილა, რომ 2017 წელს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

"მაიკლი რომ გავიცანი, 13 თუ 14 წლის იყო. საოცარი ბავშვი იყო, თუმცა, გარდატეხის ასაკში გარესამყაროს ჩამოშორდა და რეალობას გაექცა, ისევე, როგორც ელვის პრესლი. ღმერთმა იცის, რა ხდებოდა მაიკლის თავში და რა პრეპარატებს იღებდა. მისი სიცოცხლის ბოლო წლებში როდესაც ვხვდებოდი, ყოველ ჯერზე ვფიქრობდი, რომ საწყალი ბიჭი სრულ ჭკუაზე აღარ იყო. არაფერს ვაბუქებ, ნამდვილად ფსიქიკურად იყო დაავადებული, შემაწუხებელი გახდა. ზრდასრული ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ვერ ახერხებდა", - წერს ელტონი წიგნში.

ელტონ ჯონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას 4 გრემისა და ერთი ოსკარის ჯილდო აქვს მოპოვებული. 350 მილიონი გაყიდული ალბომით მუსიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება. შემსრულებელმა 2018 წლის სექტემბერში უკანასკნელი ტურნე დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდება. პოპვარსკვლავი თაყვანისცემლებს სწორედ ამ პროექტით დაემშვიდობება. ელტონი შარშან საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე ორი კონცერტი გამართა.

BLACK SEA ARENA-ზე ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართა

🎵 Black Sea Arena-ზე ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი Elton John-ი მაყურებლების წინაშე 6-კაციან ბენდთან ერთად, ორსაათიანი შოუთი წარდგა. არტისტი საქართველოს Wonderful Crazy Night Tour-ის ფარგლებში პირველად ეწვია. კონცერტი SOLO-სა და Eastern Promotions-ის თანამშრომლობით შედგა. 👇 ნახე ვიდეო.

Posted by popmusic on Monday, July 2, 2018

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული