Thumbnail

ქართველმა მუსიკოსმა Michailo-მ საპატიმრო დატოვა

ქართველმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, მიხეილ თოდუამ, სასცენო სახელით Michailo, სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ის ელექტრონული სამაჯურით სასჯელის დარჩენილ ვადას შინაპატიმრობაში გაატარებს.

მიხაილო 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 2013 წელს დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროდიუსერს ახალ ნამუშევრებზე მუშაობა ციხეშიც არ შეუწყვეტია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი ოთახი საკუთარი ხარჯებით მუსიკალურ სტუდიად აქცია. 2018 წელს არტისტის ალბომები ბრიტანულ და გერმანულ ლეიბლებზე გამოვიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პროდიუსერს ციხეში ცნობილი გამოცემა Telekom Electronic Beats ეწვია და მისგან ინტერვიუ აიღო. არტისტმა ბოლო რელიზი Solitude to Sanctuary მიმდინარე წლის სექტემბერში ავსტრალიურ ლეიბლზე Rebellie Music გამოსცა.

► Michailo-მ ახალი რელიზი Solitude to Sanctuary გაავრცელა

კომენტარები

ბოლოს დამატებული