Thumbnail

Cardi B: ჩემს შვილს ვასწავლი, რომ თავმდაბალი იყოს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გრემის მფლობელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ბელქალის ალმანზარმა, ფსევდონიმით Cardi B, ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის შვილის, ქალჩერის აღზრდის შესახებ ისაუბრა. 

►  Cardi B-მ მომავალი ალბომის სახელწოდება გაამხილა

►  Cardi B: ერთხელ ფოტოსესიაზე სექსუალურად შემავიწროვეს, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო

"ჩემს შვილს თავმდაბლობას ვასწავლი. მიმყავს ბრონქსში და ბებიის სახლში. სულ ვეუბნები, რომ არ დაიტრაბახოს იმ ნივთებით, რაც შეიძლება, ჰქონდეს მას და სხვას არა. მინდა, იცოდეს, რომ შეიძლება იყო მდიდარი, შეიძლება ცხოვრობდე მდიდრულ უბანში, მაგრამ სხვას სულ არ აინტერესებდეს ეს. ასევე, შესაძლოა, მოხვდეს ადამიანების ჯგუფში, სადაც ყველა მასავით შეძლებული არ იქნება. ისინი, ალბათ, დააკვირდებიან მის გარეგნობას, ამ დროს თავდაჯერებული უნდა იყოს. ხანდახან შეიძლება იფიქროს, რომ ამერიკა სულაც არ არის მისთვის შექმნილი და ეს ქვეყანა მხოლოდ ნაწილობრივ აძლევს თავისუფლებას. აგრეთვე, უნდა იცოდეს, რომ სიმდიდრის მიუხედავად, ზოგმა შესაძლოა, უმცირესობად აღიქვას", - ამბობს რეპერი ინტერვიუში.

ჯგუფ Migos-ის წევრმა, ოფსეთმა და ქარდი ბიმ 2017 წელს იქორწინეს. ქალჩერი მათ შარშან შეეძინათ.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული