Thumbnail

მოუსმინეთ: 14 წლის შემდეგ, Lil' Kim-მა ახალი ალბომი "9" გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ვეტერანმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კიმბერლი ჯონსმა, ფსევდონიმით Lil' Kim, 14-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომი "9" გაავრცელა. მუსიკოსის მიერ ჩაწერილი რიგით მეხუთე სტუდიური ნამუშევარი ცხრა კომპოზიციას აერთიანებს.

► ნახეთ: Lil' Kim - Go Awff

► ნახეთ: მუსიკოსები პლასტიკური ოპერაციებით

ლილ კიმმა მუსიკალური მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში ის ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, The Notorious B.I.G.-იმ აღმოაჩინა და საკუთარ ჯგუფში Junior M.A.F.I.A. გააწევრიანა. შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 15 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ლილ კიმმა 2002 წელს კომპოზიციაში Lady Marmalade მონაწილეობისთვის გრემის ჯილდო დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული