Thumbnail

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სძულდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

გამოცემა Rolling Stone-მა ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის დაბადების დღესთან დაკავშირებით 1970 წელს არტისტთან ჩაწერილი ინტერვიუ გაიხსენა. ჟურნალთან საუბარში შემსრულებელი ჯგუფ The Beatles-ის იმ სიმღერას ასახელებს, რომლის ავტორი თავადაა და რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღება.

 პოლ მაკკარტნი: ჯონ ლენონი ხშირად მესიზმრება

 რინგო სტარი და პოლ მაკკარტნი ჯონ ლენონის სიმღერის ქავერს ჩაწერენ

 ნახეთ: The Beatles-ის სიმღერის Here Comes The Sun კლიპი გავრცელდა

"ყოველთვის მძულდა Run for Your Life.  სიმღერაში ელვის პრესლის კომპოზიციიდან Baby Let's Play House ერთი წინადადება გამოვიყენე - "პატარა გოგო, მირჩევნია, მკვდარი გნახო, ვიდრე სხვა მამაკაცთან ერთად". მასზე ავაგე მთელი ტექსტი. არცერთი სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა", - განაცხადა ლენონმა და დაამატა, რომ ტრეკი ჯორჯ ჰარისონს ძალიან მოსწონდა.

Run for Your Life კოლექტივის რიგით მეექვსე ალბომში Rubber Soul არის წარმოდგენილი, რომელიც 1965 წელს გამოიცა.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. მას კოლექტივისთვის არაერთი კომპოზიცია აქვს დაწერილი. ყველაზე ხშირად არტისტი ნამუშევრებს პოლ მაკკარტნისთან ერთად ქმნიდა. მათ 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს. 1968 წელს, ბენდში ყოფნის პარალელურად, ჯონმა სოლო კარიერა დაიწყო. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული