Thumbnail

50 Cent რიკ როსს კვლავ უჩივის

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კურტის ჯექსონი, ფსევდონიმით 50 Cent, ატლანტელ კოლეგას, უილიამ ლეონარდ რობერტსს, იგივე Rick Ross-ს კვლავ უჩივის. კურტისის მტკიცებით, რიკ როსმა 2003 წლის ჰიტის In Da Club ინსტრუმენტალი კომპოზიციაში İn Da Club (Renzel Remix) დაუკითხავად, მისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად და ფინანსური სარგებლის მისაღებად გამოიყენა. ზიანის ასანაზღაურებლად კურტისი უილიამისგან 2 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს.

სარჩელი, რომელიც 50 Cent-მა სასამართლოში 2015 წლის დეკემბერში შეიტანა, სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლის განცხადებით, ნამუშევარზე საავტორო უფლებებს არა არტისტი, არამედ ლეიბლი Shady Records ფლობს. ადვოკატები აპელაციით გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვენ.

İn Da Club (Renzel Remix) რიკ როსმა 2015 წლის მიქსტეიპში Renzel Remixes Project შეიტანა.

კურტისისა და უილიამის უთანხმოება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. BET Awards-ის ცერემონიის შემდეგ რიკ როსმა განაცხადა, რომ მას არ მოეწონა ის, თუ როგორ უყურებდა ღონისძიებაზე 50 Cent. თავად ჯექსონის თქმით, მას ამ საღამოდან როსი საერთოდ არ ახსოვს. კოლეგებმა მას შემდეგ ერთმანეთის შესახებ არაერთი უსიამოვნო კომენტარი გააკეთეს და დის-ტრეკებიც გაავრცელეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული