Thumbnail

მოუსმინეთ: Sonic Youth-ის ყოფილმა ვოკალისტმა, კიმ გორდონმა სოლო ალბომი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჯგუფის, Sonic Youth-ის ყოფილმა ვოკალისტმა, კიმ გორდონმა სადებიუტო სოლო ალბომი No Home Record გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი 9 კომპოზიციას აერთიანებს.

კიმმა კარიერა 1981 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Sonic Youth-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. არტისტი სხვადასხვა დროს მუსიკალური პროექტების: Free Kitten, Body/Head და Glitterbust წევრი იყო. 2015 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი Girl in a Band გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული