Thumbnail

პოპულარულმა თრეფ შემსრულებელმა, რადრიკ დევისმა, ფსევდონიმით Gucci Mane, ახალი კომპოზიცია Tootsies გაავრცელა. ტრეკი არტისტის მიქსტეიპში Woptober 2 შევა, რომელიც 17 ოქტომბერს გამოიცემა. ჩანაწერში ახალგაზრდა ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დომინიქ ჯოუნსი, სასცენო სახელით Lil Baby მონაწილეობს. 

► ნახეთ: Gucci Mane ვიდეორგოლს Big Booty აქვეყნებს

► ნახეთ: რეპერი გუჩი მეინი "გუჩის" სახე გახდა 

რადრიკმა, რომელიც ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთი პიონერია, მუსიკალური კარიერა ადრეულ 2000-იანებში დაიწყო. არტისტის საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული