Thumbnail

მოუსმინეთ: Wale-მ ახალი ალბომი Wow... That's Crazy გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვაშინგტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ვალეიმ ახალი, რიგით მე-6 სტუდიური ალბომი Wow... That's Crazy გაავრცელა. ჩანაწერზე მან ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად იმუშავა, როგორებიც არიან: Rick Ross, Meek Mill, 6lack, Jeremih და სხვები. ნამუშევარში სულ 15 ტრეკია წარმოდგენილი.

Wale-მ (WAin`t Like Everyone) შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს გამოშვებული მიქსტეიპით Paint A Picture დაიწყო. მისი წარმატება ჰიპ ჰოპ კოლექტივში Maybach Music Group გაწევრიანებას უკავშირდება. 2011 წელს რეპერის კომერციულად მომგებიანი სტუდიური ალბომი Ambition გამოვიდა, რომელიც მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული