Thumbnail

ბროდვეიზე მაიკლ ჯექსონის მიუზიკლის MJ პრემიერა 2020 წლის 6 ივლისს შედგება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი პოპვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ დადგმული მიუზიკლის MJ პრემიერა 2020 წლის 6 ივლისს ნიუ იორკში, ბროდვეის სცენაზე შედგება.

► მაიკლ ჯექსონმა გარდაცვალების შემდეგ 1,7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

► მაიკლ ჯექსონის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი Chase The Truth გავრცელდა

"შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ მიუზიკლს ახალი დასახელება აქვს. მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ დადგმას კომპოზიციის Don’t Stop ‘Til You Get Enough სახელი ნაკლებად შეეფერებოდა", - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მიუზიკლის ჩვენება თავდაპირველად ჩიკაგოში 29 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, მაიკლ ჯექსონის მიერ ბავშვებზე შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე გადაღებული ფილმით Leaving Neverland გამოწვეული ვნებათაღელვის გამო, წარმოდგენის გამართვის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

 რა ბრალდებები წაუყენეს მაიკლ ჯექსონს ფილმში Leaving Neverland

► რას პასუხობდა მაიკლ ჯექსონი ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებს

მიუზიკლის სცენარი პულიცერის პრემიის ლაურეატს, ლინ ნოთეჯთს ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე კი ტონის დაჯილდოების გამარჯვებულმა ქრისტოფერ ვილდონმა იმუშავა. დადგმის ფარგლებში ისეთი ჰიტები გაჟღერდება, როგორებიცაა: Billie Jean, Beat It, The Way You Make Me Feel და Smooth Criminal.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული