Thumbnail

Tekashi 6ix9ine ციხეში ახალ ალბომზე მუშაობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გისოსებს მიღმა მყოფი ახალგაზრდა ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დანიელ ერნანდესი, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, ახალ ალბომზე მუშაობს. წყაროს ცნობით, რეპერმა უკვე არაერთი კომპოზიციის ტექსტი დაწერა და ამჟამად ინსტრუმენტალების მოძიების პროცესშია. ლეიბლის წარმომადგენლებმა მას ორი ტრეკის ბითი უკვე შუერჩიეს. ამ ინფორმაციას გამოცემა Page Six ავრცელებს.

► Tekashi 6ix9ine-ის განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება 

► Tekashi 6ix9ine: ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო პოპულარული გავხდები 

ცნობილია, რომ არტისტმა ლეიბლ 10K Projects-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, წარმოშობით მექსიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ორი ახალი ალბომის სანაცვლოდ, 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს. სტუდიური ჩანაწერებიდან ერთ-ერთი ესპანურენოვანი იქნება.

► ციხეში მყოფმა Tekashi 6ix9ine-მა ლეიბლთან 10-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული