Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი და პროდიუსერი, ნიკა ალექსიძე, სასცენო სახელით Nika, მსმენელს სამთვიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია "ყველაფერი" გამოაქვეყნა, რომელშიც მისი პოპულარული კოლეგა Kay G და ვეტერანი რეპერი K'A მონაწილეობენ. ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორი თავად ნიკა გახლავთ.

► მოუსმინეთ: N.A - რეტრო 

► მოუსმინეთ: Kay G - #ვფლანგავ Feat. N.A 

► მოუსმინეთ: K'A - CEO Ft. D3aler 

ნიკამ შემოქმედებითი მოღვაწეობა ისრაელში პროდიუსერის რანგში დაიწყო. შემდეგ კი მუსიკალური კარიერა მშობლიურ ქვეყანაში გააგრძელა. არტისტი წარსულში ნამუშევრებს ფსევდონიმით N.A ავრცელებდა. მუსიკოსი ინსტრუმენტალების წერასთან ერთად რეჩიტატივსაც კითხულობს.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული