Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. BASSIANI / HOROOM: Kobosil | Parallx | Radical G | Rikhter

18 ოქტომბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" R-Label Group-ის ღამეს უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ლეიბლის დამფუძნებელი, Kobosil წარდგება. მასთან ერთად სცენას ბერლინელი არტისტები Parallx, Radical G და Rikhter დაიკავებენ. "ჰორუმის" ოთახში კი Sophia Saze და Kancheli დაუკრავენ. 

KOBOSIL PLAYING AT BASSIANI

BASSIANI: KOBOSIL ■ PARALLX ■ RADICAL G ■ RIKHTER 18 ოქტომბერს, BASSIANI, R - Label Group-ს უმასპინძლებს, რომელიც 2013 წელს ბერლინში, Kobosil-ის ინიციატივით დაარსდა. KOBOSIL-თან ერთად კლუბში ბერლინის ტექნო სცენის ახალი სახეები Parallx, Radical G და Rikhter დაუკრავენ.

Posted by BASSIANI on ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი, 2019

4. DECODER: Black Coffee | Cosmic Love Rotation | Tade

18 ოქტომბერი (პარასკევი)

18 ოქტომბერს განახლებულ "სფეისჰოლში" Decoder-ის ახალი სეზონი იხსნება. ღონისძიებაზე მისული მსმენელების წინაშე ცნობილი სამხრეთაფრიკელი არტისტი Black Coffee წარდგება. მასთან ერთად სცენას ქართველი მუსიკოსები Cosmic Love Rotation და Tade დაიკავებენ. 

3. MTKVARZE 7th Birthday: Willow | Anna Haleta | Bero

19 ოქტომბერი (შაბათი)

19 ოქტომბერს კლუბი "მტკვარზე" 7 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსმენელთა წინაშე ინგლისელი არტისტი Willow და თელ-ავიველი მუსიკოსი Anna Haleta წარდგებიან. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ასევე ქართველი დიჯეის, Bero-ს მოსმენა შეეძლებათ. პატარა ოთახში კი Ericsson და Gio Shengelia დაუკრავენ. 

2. SPACEHALL: Telepopmusik-ის კონცერტი 

19 ოქტომბერი (შაბათი)

19 ოქტომბერს ივენთების სერია DigitalGift "სფეისჰოლში" პირველ ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე ცნობილი ფრანგული კოლექტივი Telepopmusik წარდგება. საღამოზე ასევე  ჯგუფის ახალი ალბომის Genetic World პრეზენტაცია შედგება. 

1. ფესტივალი Jazz & Wine კახეთში

19 ოქტომბერი (შაბათი)

19 ოქტომბერს კახეთში, წინანდლის მამულში ფესტივალი Jazz & Wine გაიმართება. მსმენელთა წინაშე ჯაზ გიტარისტი ოზ ნოი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად წარდგება. მათთან ერთად სცენას ბრიტანული ჯგუფი MF Robots და იტალიური კოლექტივი Sugarpie & The Candymen დაიკავებენ.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული