Thumbnail

ატლანტაში ყოველწლიური ჰიპ ჰოპ დაჯილდოება BET Hip-Hop Awards გაიმართა. გამარჯვებულების გამოვლენის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე ისეთი არტისტები წარდგნენ, როგორებიც არიან: Lil Kim, Junior M.A.F.I.A., Chance The Rapper, Rick Ross, T-Pain, YBN Cordae, Anderson .Paak, DaBaby, Rapsody, Megan Thee Stallion და სხვა.

► ნახეთ: 2019 წლის BET Hip-Hop Awards-ის გამარჯვებულები 

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს BET Hip-Hop Awards 2019-ზე 

YBN Cordae & Anderson .PaaK

ახალგაზრდა ჩრდილოკაროლინელმა რეპერმა, ვაიბიენ ქორდეიმ კომპოზიცია RNP ანდერსონ ფექთან ერთად შეასრულა.

DaBaby & Offset

ნომინაციაში "წლის ახალბედა რეპერი" გამარჯვებულმა, დაბეიბიმ მაყურებელთა წინაშე ტრეკები Intro და Babysitter გააჟღერა. მასთან ერთად პერფორმანსში მონაწილეობა ატლანტელმა თრეფ შემსრულებელმა, ოფსეთმა მიიღო.

Rapsody

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქალმა რეპერმა, რეფსოდიმ მაყურებელს ახალგავრცელებული ალბომის Eve სინგლები Nina და Serena შესთავაზა.

Megan Thee Stallion & DaBaby 

ახალგაზრდა კოლეგებმა ბენგერები Hot Girl Summer და Cash Shit ერთობლივად შეასრულეს.

Saweetie, Petey Pablo & Lil Jon

ატლანტელმა მუსიკოსმა, სოუითიმ მაყურებელთა წინაშე ტრეკები My Type და Freek-A-Leek შეასრულა. მას სცენაზე ვეტერანი რეპერები Petey Pablo და Lil Jon შეუერთდნენ.

Chance The Rapper 

გრემის მფლობელმა ჩიკაგოელმა მუსიკოსმა სადებიუტო ალბომის The Big Day ერთ-ერთი ტრეკი Sun Come Down გააჟღერა.

Rick Ross & T-Pain 

ცნობილმა მაიამელმა არტისტებმა მაყურებელს ცნობილი კომპოზიციები Maybach Music და Boss შესთავაზეს.

Lil Kim & Junior M.A.F.I.A.

ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვეტერანი ნიუ იორკელი რეპერი ლილ კიმი გახლდათ, რომელსაც ჟანრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა. ბრუკლინელი ემსი სცენაზე ცნობილ ჰიპ ჰოპ გაერთიანება Junior M.A.F.I.A.-სთან ერთად წარდგა და კომპოზიციები: Pray For Me, Lighters Up, Quiet Storm (Remix), Found You, Player`s Anthem, Crush On You (Remix) და It`s All About Benjamins (Remix) შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული