Thumbnail

18 ოქტომბრიდან სტუმრებს განახლებული Spacehall უმასპინძლებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ახალი სეზონიდან სტუმრებს განახლებული Spacehall უმასპინძლებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ამჟამად საკლუბო სივრცის რებრენდინგი მიმდინარეობს.

"Spacehall-ის მენეჯმენტმა სივრცის გაგრილებასა და საუნდსისტემის აკუსტიკურ ნაწილთან დაკავშირებული შენიშვნები გავითვალისწინეთ. კლუბში იცვლება სავენტილაციო მილები და მონტაჟდება ხმის აკუსტიკური პანელები. სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. შევეცდებით, სეზონის სტარტს განახლებული ძალებით დავხვდეთ და ჩვენს აუდიტორიასა და არტისტებს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ", -  განაცხადა კლუბის დირექტორმა, გური გოცაძემ.

popmusic კლუბს ესტუმრა, სადაც ამჟამად ჰაერის გამაგრილებელ არხებს ამონტაჟებენ.

Spacehall-ის ახალ სეზონს 18 ოქტომბერს საფესტივალო სერია Decoder გახსნის. ღონისძიების ფარგლებში კლუბს სამხრეთაფრიკელი დიჯეი და პროდიუსერი Black Coffee ეწვევა.

"მოგეხსენებათ, ჩვენი ფესტივალი Spacehall-ის ხშირი ბინადარია. ამიტომაც, ორმაგად ვგულშემატკივრობთ ამ სივრცეს. განახლებული კლუბის დებიუტი ჩვენი ღონისძიებით დაიწყება", - განაცხადა Decoder-ის წარმომადგენელმა, მირიან ჯეჯელავამ.

2016 წელს გახსნილი Spacehall საერთაშორისო მასშტაბის ბრენდია, რომელშიც ისეთ ცნობილ არტისტებს აქვთ დაკრული, როგორებიც არიან: Richie Hawtin, Peggy Gou, Tale of Us, Motorama და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული