Thumbnail

ტროი სივანი: 15 წლამდე ჩემი სექსუალობა მაშინებდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

წარმოშობით სამხრეთაფრიკელმა მუსიკოსმა, ტროი სივანმა ავსტრალიურ Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელთა გადალახვაც საკუთარი სექსუალობის გააზრების შემდეგ მოუხდა.

► მოუსმინეთ: Charli XCX – 2099 Ft. Troye Sivan

► ნახეთ: Lauv და Troye Sivan სიმღერის I’m So Tired კლიპს ავრცელებენ

"საჯაროდ თქმა, რომ გეი ხარ, ერთია, მაგრამ მეორეა, ჩამოყალიბდე შენთვის მოსაწონ პიროვნებად, ეს სულ სხვა თავგადასავალია. იმის მიუხედავად, რომ ოჯახმა იცოდა ჩემი სექსუალობის შესახებ, მაინც მიწევდა ბევრი რამის დამალვა. მაგალითად, როგორ მინდოდა, მემოძრავა, ჩამეცვა ან მესაუბრა. იმ სოციუმში გავიზარდე, სადაც ჩემი ცხოვრების პირველი 15 წელი არ მსურდა, გეი ვყოფილიყავი, ამის ძალიან მეშინოდა“, - იხსენებს არტისტი.

მუსიკოსის თქმით, არასდროს გასჩენია სურვილი, მისთვის იმიტომ მოესმინათ, რომ გეია.

მახსოვს, ჩემს შოუებზე ახალგაზრდა გოგონების დანახვისას ვფიქრობდი - მათ ხომ იციან, რომ გეი ვარ, რატომ მოდიან? ნამდვილად ჩემი მუსიკა მოსწონთ, რა მაგარია. მას შემდეგ კი, რაც კლიპები My My My! და Bloom გავრცელდა, წინა რიგებში ახალგაზრდა, უკან კი უფროსი ასაკის გეი მამაკაცები მომრავლდნენ და ვფიქრობდი - ჰმ, საინტერესო ცვლილებაა. თუმცა, მიზნად არასდროს დამისახავს, ჩემთვის იმიტომ მოესმინათ, რომ გეი ვარ", - აღნიშნა ტროიმ. 

აღსანიშნავია, რომ არტისტმა საკუთარი სექსუალობის შესახებ საჯაროდ 2013 წელს იუთუბის საკუთარ არხზე ისაუბრა.

ტროი სივანმა პოპულარობა სადებიუტო სინგლისა და ალბომის გამოშვებისთანავე მოიპოვა. ის პარალელურად სამსახიობო კარიერითაცაა დაკავებული. არტისტი ისეთ ცნობილ ფილმში თამაშობდა, როგორიცაა X-Men Origins: Wolverine. მუსიკოსის შემოქმედება დრიმპოპსა და ელექტროპოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული