Thumbnail

ნახეთ: მასტერმა ტრეკი "სიყვარულს ვერ გაგატან" შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გიორგი პავლიაშვილმა, ფსევდონიმით მასტერი, პოპულარული კომპოზიცია "სიყვარულს ვერ გაგატან" შეასრულა. მუსიკოსს აკომპანემენტი ლაივ ბენდმა გაუწია. აღსანიშნავია, რომ ტრეკის ინსტრუმენტალში კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ნამუშევრის "წვიმად გადავიქეცი" სემპლია გამოყენებული.

► ნახეთ: მასტერი - პატარა ბიჭი 

► ნახეთ: მასტერი - გასაღები Ft. Nick Green 

► ნახეთ: მასტერი - არ უყურო დროს Ft. ნათია დუმბაძე

მასტერმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია "დამსინა", "შენ წამოდი" და "დარჩი რა". 

კომენტარები

ბოლოს დამატებული