Thumbnail

ნახეთ: Mika კომპოზიციაზე Tomorrow გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლიბანში დაბადებული ბრიტანელი პოპ მუსიკოსი Mika კომპოზიციაზე Tomorrow გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში My Name Is Michael Holbrook შედის, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვა.

მაიკლ პენიმენმა, ფსევდონიმით Mika, შემოქმედებითი კარიერა 2006 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Life in Cartoon Motion გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მიკას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Love Today და Grace Kelly მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული