Thumbnail

ნახეთ: Fatboy Slim კონცერტზე გრეტა თანბერგის გაეროში სიტყვით გამოსვლის რემიქსს უკრავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანელმა პროდიუსერმა და დიჯეიმ Fatboy Slim ინგლისის ქალაქ გეითსჰედში გამართულ კონცერტზე ტრეკის Right Here, Right Now რემიქსი შეასრულა. კომპოზიციის ამ ვერსიაში 16 წლის შვედი ეკო აქტივისტის, გრეტა თანბერგის გაეროში სიტყვით გამოსვლაა გამოყენებული.

მუსიკოსმა განახლებული კომპოზიცია სექტემბერში გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მალევე გრეტას გამოსვლის შვედური დეს მეტალ ვერსიაც გამოქვეყნდა.

ნორმან კვენტინ ქუქი, სასცენო სახელით Fatboy Slim, 80-იან წლებში ინდი როკ ჯგუფის The Housemartins ბასისტი იყო. კოლექტივის დაშლის შემდეგ, მან ელექტრონული ბენდი Beats International ჩამოაყალიბა, რომლის სინგლმაც Dub Be Good to Me გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. 90-იან წლებში ნორმანმა, სხვა არტისტებთან ერთად, ხელი შეუწყო Big Beat-ის პოპულარიზაციას. Fatboy Slim-ის სადებიუტო ალბომი Better Living Through Chemistry 1996 წელს გამოვიდა და კრიტიკოსთა მოწონებაც დაიმსახურა. მუსიკოსი სხვადასხვა დროს MTV Video Music Awards-ისა და Brit Awards-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული