Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ის განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი რეპერის, Tekashi 6ix9ine-ის საქმეზე სასამართლო განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს. სწორედ ამ დღეს გაირკვევა, ზუსტად რა დროს გაატარებს მუსიკოსი გისოსებს მიღმა.

►  ციხიდან გათავისუფლების შემდეგ Tekashi 6ix9ine კარიერის გაგრძელებას აპირებს 

► Tekashi 6ix9ine-ს შესაძლოა, ტატუების მოშორება მოუწიოს

► The Game ტეკაშიზე: მეცოდება ეს ბავშვი

ტეკაშის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება 2020 წლის 23 იანვარს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, განაჩენის გამოცხადების თარიღმა თვეზე მეტი ხნით გადმოიწია.

► 6ix9ine-მა სასამართლოში განაცხადა, რომ Trippie Redd კრიმინალური დაჯგუფების წევრია

► ტეკაში: Cardi B-ც კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

წარმოშობით მექსიკელმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული