Thumbnail

Drake: მამაჩემმა გული მატკინა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დრეიქის მამა, დენის გრეემი რადიოსადგურ Power 106-ს სტუმრობდა. ნიქ ქეინონის დილის გადაცემაში ის შვილზე სასაუბროდ მიიწვიეს, რა დროსაც დენისმა განაცხადა, რომ რეპერმა კომპოზიციებში მამასთან ურთიერთობა ზედმეტად დრამატულად წარმოაჩინა. მაგალითად, მუსიკოსმა 2011 წლის ტრეკში Look What You've Done თქვა, რომ, ბავშვობაში, მშობლების დაშორების შემდეგ, მემფისში მცხოვრები მამამისი მას იშვიათად ნახულობდა და მისგან მხარდაჭერა არასდროს უგრძვნია.

► მოუსმინეთ: Drake-მა სერიალ Top Boy-ს ახალი საუნდტრეკი Behind Barz გაავრცელა

► ნახეთ: Rick Ross - Gold Roses Feat. Drake

"მე ყოველთვის დრეიქის გვერდით ვიყავი. ყოველდღიურად თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც ვესაუბრებოდი. ერთხელ ვკითხე - რატომ ყვები ჩემზე ასეთ რამეებს? ძალიან ცუდი საქციელია. მან კი მიპასუხა: მამა, ასე ნამუშევრებს კარგად ვყიდიო", - გაიხსენა დენისმა.

მშობლის ნათქვამმა დრეიქი გააღიზიანა და მას ინსტაგრამის სთორის საშუალებით გამოეხმაურა:

"გავიღვიძე თუ არა, გული მეტკინა. მამაჩემი იტყვის ყველაზე ყველაფერს, რათა როგორმე თავისი  მუსიკა ვინმეს მოასმენინოს. სამწუხაროა, როდესაც ოჯახში ასეთი რამ ხდება. თითოეული სიტყვა რაც კი მითქვამს, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. სიმართლე ზოგი ადამიანისთვის რთული მისაღებია".

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული