Thumbnail

ნახეთ: Common ტრეკს Good Morning Love ასრულებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ჩიკაგოელი მუსიკოსი ლონი რაშიდ ლინი, ფსევდონიმით Common, მედიაპლატფორმას Colors ესტუმრა. გადაცემაში A Colors Show ჰიპ ჰოპის უიმედო რომანტიკოსმა (სწორედ ასე უწოდებს ქომონი საკუთარ თავს) კომპოზიცია Good Morning Love შეასრულა. ჩანაწერი არტისტის ახალგავრცელებული ალბომის Let Love ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Common ახალ ალბომს Let Love ავრცელებს 

► ნახეთ: Common ტრეკებს Hercules და My Fancy Free Future Love ასრულებს 

► ნახეთ: Common - Show Me That You Love Ft. Jill Scott & Samora Pinderhughes 

ქომონმა მუსიკალური მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. არტისტი, რომელიც საკუთარ თავს უიმედო რომანტიკოსს უწოდებს, ფართო საზოგადოებამ სადებიუტო ალბომით Can I Borrow A Dollar? გაიცნო. დღეისთვის ჩიკაგოელი მუსიკოსის დისკოგრაფია 12 სტუდიურ ჩანაწერსა და 2 კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს. კომერციულად ყველაზე წარმატებული პერიოდი შემსრულებელს 2000-იან წლებში ჰქონდა, როდესაც მისი ალბომები ქანიე ვესთის მიერ დაფუძნებულ ლეიბლზე G.O.O.D. Music გამოიცა. 2003 წელს ქომონმა ერიკა ბადუსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციისთვის Love Of My Life გრემის ჯილდო დაიმსახურა. 2015-ში კი მისი და ჯონ ლეჯენდის ტრეკი Glory ოსკარისა და ოქროს გლობუსის დაჯილდოებებზე წლის საუკეთესო საუნდტრეკის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული