Thumbnail

ნახეთ: The National-მა კომპოზიციაზე Hey Rosey კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The National კომპოზიციაზე Hey Rosey ვიდეორგოლი გადაიღო. სინგლი კოლექტივის ბოლო ალბომში I Am Easy to Find შედის, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვა. კლიპის ავტორი მაიკ მილსია, რომელსაც ბენდთან წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია.

► ნახეთ: The National-მა გარდაცვლილი დენიელ ჯონსტონის პატივსაცემად Devil Town შეასრულა

► ლანა დელ რეის The National-თან ერთად კომპოზიციის ჩაწერა სურს

The National ოჰაიოში 1999 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის სადებიუტო ალბომი ორი წლის შემდეგ მისი წევრების, ბრიუს და აარონ დესნერების მიერ დაარსებულ ლეიბლზე Brassland გამოიცა. 2017 წელს გამოშვებულმა, რიგით მეშვიდე სტუდიურმა ჩანაწერმა Sleep Well Beasts კი მუსიკოსებს საუკეთესო ალტერნატიული ალბომის ნომინაციაში გრემის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული