Thumbnail

ნახეთ: Beabadoobee კლიპს I Wish I Was Stephen Malkmus ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ფილიპინელ-ბრიტანელი მომღერალი, ბი ქრისთი, ფსევსოდინიმით Beabadoobee, კომპოზიციაზე I Wish I Was Stephen Malkmus გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპი რეჟისორთა დუეტს Bedroom ეკუთვნის. ტრეკი არტისტის მომავალ მინი ალბომში Space Cadet იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 18 ოქტომბერს ჩაეშვება.

ლონდონში მოღვაწე მუსიკოსმა პოპულარობა სიმღერით Coffee მოიპოვა. მისი პირველი EP სახელწოდებით Patched Up 2018 წელს გავრცელდა. გამოცემა NME-მ ის 2019 წლის აუცილებლად მოსასმენ არტისტებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული