Thumbnail

ნახეთ: R.O x Konoba-მ სიმღერის I Need You With Me კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბელგიელმა მუსიკოსებმა, R.O-მ და Konoba-მ კომპოზიციაზე I Need You With Me გადაღებული კლიპი გაავრცელეს. სიმღერა ჯგუფის ბოლო ალბომში "10" არის წარმოდგენილი, რომელიც მაისში გამოიცა.

► მოუსმინეთ: R.O x Konoba-მ ახალი ალბომი "10" გამოუშვა

► R.O x Konoba-ს 5 საყვარელი სიმღერა

ვიდეორგოლში გამოყენებულია კადრები პროექტ "10"-დან, რომლის ფარგლებშიც არტისტებმა ათი თვის განმავლობაში ათ ქვეყანაში იმოგზაურეს და თითოეულ მათგანში თითო კომპოზიცია ჩაწერეს.

"კონობა" მუსიკოს რაფაელ ესთერჰეიზის პროექტია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად არტისტ ოლივიე რუჯისთან, სასცენო სახელით R.O, ჩაწერილ კომპოზიციებს მოიცავს. დუეტს სამი EP და ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს სიმღერამ On Our Knees მოუტანა. R.O x Konoba-მ საქართველოში უკვე ხუთჯერ გამართა კონცერტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული